ჩემს კრებულში შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული რებუსი-ზღაპრებია თავმოყრილი და განკუთვნილია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებმაც ეს-ესაა წერა-კითხვა ისწავლეს. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ბავშვები (და არა მარტო ბავშვები) წაკითხულიდან 10 პროცენტს იმახსოვრებენ, დათვალიერებისას – 30 პროცენტს, მოსმენისას კი მხოლოდ – 20 პროცენტს. სწორედ ეს ფაქტორი გავითვალისწინე ჩემს ზღაპრებსა და მეთოდიკაში, რომელსაც უკვე მრავალი წელია, პრაქტიკაში ვიყენებ.