ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მისი უფროსი ძმა შინიდან წავიდა... თუ წაიყვანეს?.. დენი გაღიზიანებულია, ჯავრს კი ყველაზე სუსტსა და დაუცველზე იყრის. მას ალექსი ჰქვია. ალექსიც რთულ მდგომარეობაშია. მწვავე ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა აქვს, რის გამოც სახლიდან გასვლის ეშინია. მით უმეტეს, როცა სკოლაში დენი და მისი აგრესიული ბანდა ელოდება... ერთ დღესაც დედები ბიჭებს სკოლის გარეთ დაუგეგმავენ შეხვედრას _ ალექსი დენს უნდა დაეხმაროს ტივის აგებაში. ეს სამყაროს დასასრულის ტოლფასია ორივესთვის! მაგრამ ხომ შეიძლება ეს ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ამბავი დიდი მეგობრობის დასაწყისი გახდეს?