ყველა გადახრა ბავშვობაში მიღებული ფსიქოტრავმებისა და მათ მიერ გამოწვეული კომპლექსების გამოძახილია. "მანიაკები მოდიან!"- ეს ფრაზა ირონიულად მიტრიალებდა თავში ამ ნაწარმოების კითხვისას და იმ დღეებში ყველას-გარშემომყოფებს, ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ შეხვედრებზე-სხვანაირი, ე.წ. დედუქციური თვალით ვაკვირდებოდი და, ჩემდა უნებურად, ვცდილობდი, მეპოვა ის მანიაკი, რომელიც მუდადმ კეთილშობილურ ნიღაბსაა ამოფარებული (შესაძლოა, დღეს ამ ბედკრულ პლანეტაზე სწორედ ისინი არიან ფარულ უმრავლესობაში)...