იესოს სახარება

Qartulia NYC
SKU:
Regular Price $19.90 Sale Price Unit price: $0.00

Quick Overview

ჟოზე სარამაგუ (1922-2010) პორტუგალიის სოფელ აზინაგაში, გლეხის ოჯახში დაიბადა და მოგვიანებით ოჯახთან ერთად ლისაბონში გადავიდა საცხოვრებლად. მისი ნამდვილი გვარია დე სუზა, სარამაგუ კი (მამამისის მეტსახელი, რომელიც ველურ მცენარეს ნიშნავს) დაბადების მოწმობაში დაშვებული უნებლიე შეცდომის შედეგად იქცა მის ფსევდონიმად. ტექნიკური სასწავლებლის დასრულების შემდეგ სარამაგუ მუშაობდა ავტოშემკეთებლად, შემდეგ თარჯიმნობა სცადა და ერთხანს...

Secured and trusted checkout with

ჟოზე სარამაგუ (1922-2010) პორტუგალიის სოფელ აზინაგაში, გლეხის ოჯახში დაიბადა და მოგვიანებით ოჯახთან ერთად ლისაბონში გადავიდა საცხოვრებლად. მისი ნამდვილი გვარია დე სუზა, სარამაგუ კი (მამამისის მეტსახელი, რომელიც ველურ მცენარეს ნიშნავს) დაბადების მოწმობაში დაშვებული უნებლიე შეცდომის შედეგად იქცა მის ფსევდონიმად. ტექნიკური სასწავლებლის დასრულების შემდეგ სარამაგუ მუშაობდა ავტოშემკეთებლად, შემდეგ თარჯიმნობა სცადა და ერთხანს ჟურნალისტიც იყო. სარამაგუმ წერა 58 წლის ასაკში დაიწყო. ის მრავალი რომანის, პოემის, ზღაპრისა და სხვა ლიტერატურული ნაწარმოების ავტორია. მისი ყველაზე ცნობილი რომანი, "იესოს სახარება" 1991 წელს გამოიცა და სწრაფად მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია იესოს დაბადება, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე. „იესოს სახარებას“ მალევე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასება. ვატიკანმა ნაწარმოებს „მკრეხელური“ უწოდა, მწერალი კი კანონიკურ სახარებათა პაროდიის დაწერისთვის მწვალებლად შერაცხა. თუმცა, იყო სხვაგვარი აზრიც – ლისაბონის კარდინალის სიტყვით, „არ არსებობს გონიერი მორწმუნე, რომელიც ამ რომანით არ აღფრთოვანდება“. ასეა თუ ისე, „იესოს სახარებამ“ განსაკუთრებული როლი შეასრულა ავტორის ბიოგრაფიაში და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ გახდა სარამაგუ პირველი პორტუგალიურენოვანი მწერალი, რომელსაც ნობელის პრემია მიანიჭეს ლიტერატურაში.

ჩვენთვის უმთავრესია ჩვენი მომხმარებელი იყოს კმაყოფილი შენაძენით და ამისათვის ჩვენი გუნდი მაქსიმალურად მუშაობს. თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ  გვაქვს ნივთის უკან დაბრუნების შემდეგი პოლიტიკა:

  • დაზიანებული/არასასურველი ნივთის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებული ვალდებულია აცნობოს კომპანიას ნივთის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, შემდეგ ელ.ფოსტაზე: qartulias@yahoo.com.
  • შეტყობინების დასათაურებაში მიუთითოს “ნივთის დაბრუნება”, აღწეროს წერილში ნივთის დაბრუნების მიზეზი, დაზიანებული ნივთის შემთხვევაში კი თან დაურთოს ფოტო მასალა
     

მას შემდეგ რაც მივიღებთ და განვიხილავთ თქვენს შეტყობინებას გამოგეგზავნებათ დაბრუნებისათვის საჭირო დოკუმენტი, სადაც აღწერილი იქნება ნივთის დაბრუნების ყველა საჭირო ეტაპი.

აუცილებლად დაურთეთ აღნიშნული დოკუმენტი ნივთს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება ნივთის დაბრუნება. იმ შემთხვევაში თუ ნივთს თავად აბრუნებთ მაღაზიაში ნივთის დაბრუნება შეგიძლიათ მისი მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

იმისათვის, რომ ნივთი დაიბრუნოს კომპანიამ აუცილებელია იგი იყოს იმავე მდგომარეობაში როგორშიც მიიღეთ, ნივთი არ უნდა იყოს გამოყენებული, მას თან უნდა ჰქონდეს მარკა ( ეს ვერ მოვიფიქრე სხვაგვარად როგორ დამეწერა) და პირვანდელი შეფუთვა, ამასთანავე თან უნდა გქონდეთ შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. თვენს მიერ უკვე გამოყენებულ და დაზიანებულ ნივთს კომპანია უკან არ დაიბრუნებს.

გთხოვთ დაზიანებული, შეცდომით გამოგზავნილი ნივთის ან ნებისმიერი პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოთ კომპანიას ნივთის მიღების მომენტში, არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, რათა დროულად შევძლოთ რეაგირების მოხდენა.

გამონაკლისი:

  • კომპანიაში დაბრუნებას არ ექვემდებარება ფასდაკლების დროს შეძენილი ნივთები და სასაჩუქრე ბარათები.
  • კომპანიაში უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება ისეთი ნივთები, როგორიცაა: საკვები პროდუქტები და მცენარეები, პერსონალურად შექმნილი ნივთები და ტანისამოსი. გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერი კითხვის ან სპეციალური შენაძენის შემთხვევაში.

ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ info@qartulia.com