Your cart is currently empty
Quick Overview
Secured and trusted checkout with
ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერლის – ხალიდ ჰოსეინის დებიუტი 2003 წელს შედგა რომანით ,"ფრანით მორბენალი". წიგნი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობამ, აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ, შთამბეჭდავ რიცხვს, 21 მილიონს მიაღწია. რომანზე უამრავი რეცენზია დაიწერა, გაიხსნა კლუბები, გადაიღეს ფილმი. ნაწარმოები დამამთავრებელ კლასებში სავალდებულო საკითხავ ლიტერატურად გამოცხადდა. ბევრისთვის რომანი სამაგიდო წიგნად იქცა. წიგნში მოთხრობილი ამბავი ავღანეთში ვითარდება. "1978 წლის დეკემბერს, იმ ქუჩებში, სადაც მე და ჰასანი ვთამაშობდით, რუსული ტანკები გამოჩნდებიან. ისინი თან ჩემი ვღანეთის სიკვდილს მოიტანენ" – ამბობს რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი. ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრას ავტორი მშვიდობიანი ცხოვრების დასასრულის დასაწყისს უწოდებს. მოგვიანებით ერთი უბედურება მეორეთი იცვლება. თალიბანი ავღანელებისთვის კიდევ უფრო სასტიკი მტერი აღმოჩნდა, ვიდრე საბჭოთა კავშირი. განუკითხაობა, სექსუალური ძალადობა, ობოლი ბავშვები, მათხოვრებით მოფენილი ქუჩები – ასეთია ავტორის მიერ დახატული ავღანეთი. ამერიკელი კრიტიკოსების აზრით, რომანის თავბრუდამხვევი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ 2003 წელს, როდესაც წიგნი გამოვიდა, ამერიკულ საზოგადოებაში ავღანეთის მიმართ უდიდესი ინტერესი არსებობდა. ნაწარმოებში ავტორი ეხება რელიგიურ, ფილოსოფიურ, ლიტერატურულ საკითხებს. ვაცნობს ავღანელთა ცხოვრების წესს, ტრადიციებს, ჩვეულებებს. "ფრანით მორბენალი" უაღრესად აქტუალურ თემებზე დაწერილი წიგნია და ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
ჩვენთვის უმთავრესია ჩვენი მომხმარებელი იყოს კმაყოფილი შენაძენით და ამისათვის ჩვენი გუნდი მაქსიმალურად მუშაობს. თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ გვაქვს ნივთის უკან დაბრუნების შემდეგი პოლიტიკა:
- დაზიანებული/არასასურველი ნივთის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებული ვალდებულია აცნობოს კომპანიას ნივთის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, შემდეგ ელ.ფოსტაზე: qartulias@yahoo.com.
-
შეტყობინების დასათაურებაში მიუთითოს “ნივთის დაბრუნება”, აღწეროს წერილში ნივთის დაბრუნების მიზეზი, დაზიანებული ნივთის შემთხვევაში კი თან დაურთოს ფოტო მასალა
მას შემდეგ რაც მივიღებთ და განვიხილავთ თქვენს შეტყობინებას გამოგეგზავნებათ დაბრუნებისათვის საჭირო დოკუმენტი, სადაც აღწერილი იქნება ნივთის დაბრუნების ყველა საჭირო ეტაპი.
აუცილებლად დაურთეთ აღნიშნული დოკუმენტი ნივთს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება ნივთის დაბრუნება. იმ შემთხვევაში თუ ნივთს თავად აბრუნებთ მაღაზიაში ნივთის დაბრუნება შეგიძლიათ მისი მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
იმისათვის, რომ ნივთი დაიბრუნოს კომპანიამ აუცილებელია იგი იყოს იმავე მდგომარეობაში როგორშიც მიიღეთ, ნივთი არ უნდა იყოს გამოყენებული, მას თან უნდა ჰქონდეს მარკა ( ეს ვერ მოვიფიქრე სხვაგვარად როგორ დამეწერა) და პირვანდელი შეფუთვა, ამასთანავე თან უნდა გქონდეთ შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. თვენს მიერ უკვე გამოყენებულ და დაზიანებულ ნივთს კომპანია უკან არ დაიბრუნებს.
გთხოვთ დაზიანებული, შეცდომით გამოგზავნილი ნივთის ან ნებისმიერი პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოთ კომპანიას ნივთის მიღების მომენტში, არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, რათა დროულად შევძლოთ რეაგირების მოხდენა.
გამონაკლისი:
- კომპანიაში დაბრუნებას არ ექვემდებარება ფასდაკლების დროს შეძენილი ნივთები და სასაჩუქრე ბარათები.
- კომპანიაში უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება ისეთი ნივთები, როგორიცაა: საკვები პროდუქტები და მცენარეები, პერსონალურად შექმნილი ნივთები და ტანისამოსი. გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერი კითხვის ან სპეციალური შენაძენის შემთხვევაში.
ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ info@qartulia.com