რადეცკის მარში

Qartulia NYC
SKU:
Regular Price $27.90 Sale Price Unit price: $0.00

Quick Overview

ცნობილი ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი, მოსე იოზეფ როთი (1894-1939) გალიციის პატარა ქალაქ ბროდიში ებრაულ ოჯახში დაიბადა. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ლემბერგის (1913), შემდეგ კი ვენის უნივერსიტეტში (1914) განაგრძო, სადაც ფილოსოფიასა და გერმანულ ლიტერატურას შეისწავლიდა. 1916 წლიდან ავსტრიელ ჰაბსბურგთა საიმპერატორო არმიას შეუერთდა, 1918 წელს კი ვენაში დაბრუნდა და „წითელი იოზეფის“...

Secured and trusted checkout with

ცნობილი ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი, მოსე იოზეფ როთი (1894-1939) გალიციის პატარა ქალაქ ბროდიში ებრაულ ოჯახში დაიბადა. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ლემბერგის (1913), შემდეგ კი ვენის უნივერსიტეტში (1914) განაგრძო, სადაც ფილოსოფიასა და გერმანულ ლიტერატურას შეისწავლიდა. 1916 წლიდან ავსტრიელ ჰაბსბურგთა საიმპერატორო არმიას შეუერთდა, 1918 წელს კი ვენაში დაბრუნდა და „წითელი იოზეფის“ ფსევდონიმით დაიწყო სტატიების გამოქვეყნება. როგორც ჟურნალისტი, მოღვაწეობდა ბერლინსა და პარიზში. იოზეფ როთი ავტორია რომანებისა: „რადეცკის მარში“, „იობი“, „ობობას ქსელი“, „ბრმა სარკე“, „გაქცევა დასასრულის გარეშე“, „მუნჯი წინასწარმეტყველი“, „მკვლელის აღსარება“ და „კაპუცინელის სამარე“. „რადეცკის მარში“, რომელსაც ლიტერატურის კრიტიკოსები ყველაზე მნიშვნელოვან გერმანულენოვან თხზულებათა ოცეულში მოიაზრებენ, პირველად 1932 წელს ბერლინში გამოიცა. რომანი ტროტას საგვარეულოს ოთხი თაობის ცხოვრების მაგალითზე გადმოგვცემს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის, ჰაბსბურგთა დინასტიისა და ზოგადად ძველი ევროპის დაცემის ისტორიას. ნობელიატი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას აზრით, „რადეცკის მარში“ საუკეთესო პოლიტიკური რომანია, რაც კი ოდესმე დაუწერიათ“

ჩვენთვის უმთავრესია ჩვენი მომხმარებელი იყოს კმაყოფილი შენაძენით და ამისათვის ჩვენი გუნდი მაქსიმალურად მუშაობს. თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ  გვაქვს ნივთის უკან დაბრუნების შემდეგი პოლიტიკა:

  • დაზიანებული/არასასურველი ნივთის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებული ვალდებულია აცნობოს კომპანიას ნივთის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, შემდეგ ელ.ფოსტაზე: qartulias@yahoo.com.
  • შეტყობინების დასათაურებაში მიუთითოს “ნივთის დაბრუნება”, აღწეროს წერილში ნივთის დაბრუნების მიზეზი, დაზიანებული ნივთის შემთხვევაში კი თან დაურთოს ფოტო მასალა
     

მას შემდეგ რაც მივიღებთ და განვიხილავთ თქვენს შეტყობინებას გამოგეგზავნებათ დაბრუნებისათვის საჭირო დოკუმენტი, სადაც აღწერილი იქნება ნივთის დაბრუნების ყველა საჭირო ეტაპი.

აუცილებლად დაურთეთ აღნიშნული დოკუმენტი ნივთს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება ნივთის დაბრუნება. იმ შემთხვევაში თუ ნივთს თავად აბრუნებთ მაღაზიაში ნივთის დაბრუნება შეგიძლიათ მისი მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

იმისათვის, რომ ნივთი დაიბრუნოს კომპანიამ აუცილებელია იგი იყოს იმავე მდგომარეობაში როგორშიც მიიღეთ, ნივთი არ უნდა იყოს გამოყენებული, მას თან უნდა ჰქონდეს მარკა ( ეს ვერ მოვიფიქრე სხვაგვარად როგორ დამეწერა) და პირვანდელი შეფუთვა, ამასთანავე თან უნდა გქონდეთ შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. თვენს მიერ უკვე გამოყენებულ და დაზიანებულ ნივთს კომპანია უკან არ დაიბრუნებს.

გთხოვთ დაზიანებული, შეცდომით გამოგზავნილი ნივთის ან ნებისმიერი პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოთ კომპანიას ნივთის მიღების მომენტში, არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, რათა დროულად შევძლოთ რეაგირების მოხდენა.

გამონაკლისი:

  • კომპანიაში დაბრუნებას არ ექვემდებარება ფასდაკლების დროს შეძენილი ნივთები და სასაჩუქრე ბარათები.
  • კომპანიაში უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება ისეთი ნივთები, როგორიცაა: საკვები პროდუქტები და მცენარეები, პერსონალურად შექმნილი ნივთები და ტანისამოსი. გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერი კითხვის ან სპეციალური შენაძენის შემთხვევაში.

ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ info@qartulia.com